fbpx

სოფელ ქვემო არქევანიდან სოფელ ხატავეთისკენ მიმავალ საავტომობილო მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან, ადმინისტრაციის
სამსახურის უფროს პაპუნა მუშკუდიანთან და საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე რასულ ბახტიაროვთან ერთად სოფელ ქვემო არქევანიდან სოფელ
ხატავეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს
ადგილზე გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 1 715 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა
მოეწყო, დასახლებულ პუნქტებში კი ღია სანიაღვრეებიც გაკეთდა. სამუშაოები
“რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა” და ადგილობრივი ბიუჯეტის
თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სრულმა ღირებულებამ 1 275 000 ლარი
შეადგინა.
“სოფელ ქვემო არქევანიდან სოფელ ხატავეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის
მოწყობა დასრულდა. 1 715 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა გაკეთდა, რომელიც
ექსპლუატაციის ხანგრძილი ვადით გამოირჩევა. ამ გზით სამი სოფლის 1900
ბენეფიციარი ისარგებლებს და დამეთანხმებით, რომ მოწესრიგებული საგზაო
ინფრასტრუქტურა სოფლის განვითარებისთვის მართლაც რომ მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, “რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდისა” და ადგილობრივი ბიუჯეტის
თანადაფინანსებით ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 6 438 249 ლარი
დაიხარჯება”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება