fbpx

ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ყოველ საათობრივად განხორციელდება-დავით ნარმანია

სემეკის ხელმძღვანელმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს გააცნო ენერგეტიკული სექტორის რეფორმის მიმდინარეობა. ისაუბრა სემეკის მიერ შემუშავებულ ნორმატიულ აქტებზე და სექტორის მზაობაზე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით.
ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა გულისხმობს თანამედროვე სავაჭრო მექანიზმების დანერგვას ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის პრინციპების გათვალისწინებით. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე არსებული ორმხრივი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიით ვაჭრობასთან ერთად შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიით ვაჭრობა დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი ბაზრის მოდელით იცვლება ზოგიერთი მთავარი პრინციპი, კერძოდ, ახლა თუ ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება თვეში ერთხელ, ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ყოველ საათობრივად განხორციელდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება