fbpx

სოფელ დიდველაში ე.წ ზივზივაძეების უბანში საავტომობილო გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. სოფელ დიდველაში ე.წ ზივზივაძეების უბანში საავტომობილო გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 1650 მ/რ გზაზე იგება რკინა ბეტონის საფარი და ეწყობა სანიაღვრეები. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ჯეო როუდ ინვესტი“ ასრულებს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ დიდველაში მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კახა მსხვილიძესთან და სოფელ დიდველის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ზივზივაძესთან ერთად გაეცნო. დიდველაში ე.წ ზივზივაძეების უბანში საავტომობილო გზას რეაბილიტაცია აქამდე არასდროს არ ჩატარებია. აღნიშნულო პროექტის განხორციელება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის კახა ენუქიძის წინა სააერჩევნო დაპირება იყო. ასევე მალე დაიწყება ქალაქ ბაღდათში კახიანის ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია, რომლის სამუშაოებიც საგზაო დეპარტამენტის მიერ იქნება განხორციელებული

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება