fbpx

სოსო გოგაშვილი თანამდებობაზეც და თანამდებობის მერეც სულ იყო არაკომპეტენტურობის და არაპროფესიონალიზმის სიმბოლო

კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ გოგაშვილი ახლა ღალატის, ტყუილის და ცილისწამების სიმბოლოც გახდა: მმართველი გუნდის წინააღმდეგ სიბინძურეს კიდევ აიტანდა ადამიანი, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების და უსაფრთხოების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ მტრებსაც კი აჯობა, – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე. როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს, არც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია ვინმეს, მაგრამ ამ ღალატის და უტიფრობის ყველაზე ნათელ მაგალითს რა ეშველება?

,,სოსო გოგაშვილი თანამდებობაზეც და თანამდებობის მერეც სულ იყო არაკომპეტენტურობის და არაპროფესიონალიზმის სიმბოლო, ამავდროულად კორუმპირებული ჩინოვნიკის იმიჯის მორგებასაც არ თაკილობდა და მისი ქონების წარმომავლობასაც დაადგენს გამოძიება. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ გოგაშვილი ახლა ღალატის, ტყუილის და ცილისწამების სიმბოლოც გახდა: მმართველი გუნდის წინააღმდეგ სიბინძურეს კიდევ აიტანდა ადამიანი, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების და უსაფრთხოების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ მტრებსაც კი აჯობა. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებულ უბინძურეს კამპანიას ახლა გოგაშვილი ჩაუდგა სათავეში, თურმე მის დავალებებს ასრულებდა, არადა ივანიშვილი მხოლოდ 2018 წელს გაიცნო პარტიის ოფისში და სწორედ იქ ნახა პირველად და უკანასკნელად. გამოძიება ყველაფერს დაადგენს, არც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია ვინმეს, მაგრამ ამ ღალატის და უტიფრობის ყველაზე ნათელ მაგალითს რა ეშველება? ალბათ არც არაფერი, რა განაჩენიც სხვა მოღალატეებს გამოუტანა ისტორიამ გოგაშვილიც იმას მიიღებს!’’ – წერს ბოჟაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება