fbpx

სემეკის პრეს-სპიკერმა ქეთევან ბერიკაშვილმა, NARUC-ის ექსპერტის რანგში, მონაწილეობა მიიღო სამდღიან ვებინარში

სემეკის პრეს-სპიკერმა ქეთევან ბერიკაშვილმა, NARUC-ის ექსპერტის რანგში, მონაწილეობა მიიღო სამდღიან ვებინარში, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ეგიდით გაიმართა. ✅ ქეთევან ბერიკაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია სემეკის პროექტის “მედია კლუბის”, რებრენდინგის და ეფექტური კომუნიკაციის შესახებ. მან მონაწილეებს საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით სემეკის გამოცდილება გააცნო. 🟩 ცენტრალური აზიის ენერგეტიკის მარეგულირებელი პარტნიორობის პროგრამა ტაჯიკეთის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების სამინისტროს (MoEWR) , ენერგეტიკის ზედამხედველობის ორგანოსა (ESA) და ანტიმონოპოლიურ სააგენტოსთვის (AA) გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას ისახავს მიზნად. პროგრამა გულისხმობს როგორც ტექნიკურ სფეროში დახმარებას, ისე რეგულირების სფეროში შესაძლებლობების გაუმჯობესებას. NARUC-ის ექსპერტები და მონაწილეები იმსჯელებენ ტაჯიკეთის მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობისა და კომუნიკაციის სტრატეგიის შესახებ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება