საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ალი ნაგიევს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი,
დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, თამაზ ბორაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის
რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას
შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, სამხრეთ კავკასიის
რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი
თანამედროვე გამოწვევები. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეების დაძლევის
პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო
თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, თამაზ ბორაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა
გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში
მოიწვია.

შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი
მოადგილე გიორგი ბახუაშვილი, მოადგილე დავით არჩვაძე და დაზვერვის
სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება