fbpx

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა გაიგივდა მორალურ ტერორთან, ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართულ მართსაჯულებაზე გახშირებულ თავდასხმებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

“მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. “ვეტინგის” საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს.

კიდევ ერთხელ, მინდა, პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა.

საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა.

წერს შალვა პაპუაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება