fbpx

სამტრედიაში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სამტრედიაში, ქალაქის ტერიტორიაზე
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან თენგო ცაგურიასთან, მოადგილესთან გია მეიშვილთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

კლდიაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, სამუშაოები დაიწყება თამარ მეფისა და რუსთაველის ქუჩებს შორის შემაერთებელ-შემკრებ არხზე.

სამუშაობი მიმდინარეობს ძველი სამტრედიის ქუჩაზე.

დავით ბახტაძე- ,,მიმდინარე პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მოგეხსენებათ დაბალი ჰიფსომეტრიული ნიშნულით გამოვირჩევით და ინტენსიური წვიმების დროს სამწუხაროდ, ხშირად რთულდება წყლის გამტარიანობა. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რაც შეიძლება მეტი არხის რეაბილიტაცია მოხდეს. ვაკეთებთ ახალ არხს კლდიაშვილის ქუჩაზე, რომელსაც ყაზბეგის ქუჩიდან შეუერთდება დამატებითი არხი, რაც განტვირთავს ქალაქის ცენტრიდან აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას. ეს იქნება დატბორვის საწინააღმდეგო პრევენცია.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება