fbpx

საქართველომ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს სტატუსის მინიჭების საკითხი

ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტიგაზიარებ

ევროკომისიის რეკომენდაციაა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს სტატუსის მინიჭების საკითხი.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერა ლაიენმა დღეს, 17 ივნისის გამართულ ბრიფინგზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით ძალიან დაწვრებით განიხილეს აპლიკანტი ქვეყნების პოლიტიკული და ეკონომიკური მდგომარეობა, რის საფუძველზეც გადაწვიტეს

მიეცეს უკრაინას ევროპული პესპექტივა და კანდიდატის სტატუსი.

უკრაინამ უნდა განამტკიცოს სასამართლო სისტემა, უნდა ჩამოყალიბდეს ანტიკორუქციული ინტიტუტები. ამასთან უკრაინამ შეასრულა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების 80% დააკმაყოფილა. დარჩენილია ეთნიკური უმცირესობების კანონი.

რაც შეეხება მოლდლობას. ურსულა ფონ დე ლაიენმა განაცხადა,რომ “ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას რომ მოლდოვას მიეცეს ევროპული პერსტექტივა და კომისია რეკომენდაციას აძლევს მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი”

რაც შეეხება საქართველოსს უნდა შეფასდეს როგორ აკმაყოფილებს საქართველო მოცემულ პირობებს.

ურსულა ფონდე ლაიენმა თავისი გამოსვა ამ სიტყვებით დაასრულა “უკრაინელები მზად არიან, რომ მოკვდნენ ევროპული პერსპექტივისთვის. ჩვენ გვინდა, რომ მათ იცხოვრონ ევროპულ ოცნებაში.”

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებდა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ოპოზიციურ “ნაციონალურ მოძრაობას” და “მის სატელიტებს” ადანაშაულებდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში. თავის მხრივ, ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო. ურთიერთბრალდებები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ. ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, იმუშაონ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე. უკრაინაში ომის დაწყებამდე, “ქართული ოცნების” მთავრობა ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენას 2024 წელს აპირებდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია