fbpx

სართიჭალაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა. 
 თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის გახსნას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალი ინფრასტრუქტურა ადგილზე 1 000  ტონა პროდუქციის შენახვის   შესაძლებლობას იძლევა.   
კომპანია „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“  სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 3,8 მლნ  ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 500,000  ლარი გრანტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 3 მლნ ლარს შეადგენს.   
აგროჰოლდინგი აერთიანებს კომპანიებს, რომელთა საკუთრებაში არსებულ 30 ჰექტარზე, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით იტალიური ჯიშის  4 სახეობის  სუფრის  ყურძენია გაშენებული, სადაც 2022 წელს 400 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. კომპანიის მიზანია ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოოს ბიზნესი, ჩაანაცვლოს იმპორტი და განავითაროს ექსპორტი.
აღსანიშნავია, რომ აგროჰოლდინგი USAID-ის  ხელშეწყობით  სუფრის ყურძენის მოყვანისა  და მისი შენახვის პირობების შესახებ რეკომენდაციებს იტალიელი სპეციალისტებისგან იღებს.  
ადგილზე  60 ადამიანია დასაქმებული

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება