fbpx

 სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ჩაერთო კანდიდატის სტატუსის იმ საწინააღმდეგო კამპანიაში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია წარმართავს

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ჩაერთო კანდიდატის სტატუსის იმ საწინააღმდეგო კამპანიაში, რომელსაც წარმართავს რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველას ახსოვს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები.

„ეს ძალიან სამწუხაროა. არ ვიცი, იმედი დავიტოვოთ, რომ მომდევნო შემთხვევაში ის სხვანაირ განცხადებებს გააკეთებს, თუმცა არ ვიცი, რამდენად შეიძლება, გვქონდეს ამ კუთხით ოპტიმიზმის საფუძველი. დაველოდოთ, ვნახოთ, როგორი იქნება მისი პოზიცია. იმედია, ის არ გააგრძელებს იმ ხაზს, რომელიც პირდაპირ ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის კამპანიას კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება