fbpx

 შაჰინის განცხადება იყო ძალიან უხეშად უსამართლო, ავტოკრატიისკენ წასული იყო ხელისუფლება, რომელსაც ის აქებდა 2012 წლამდე

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადება არის აბსოლუტურად უსამართლო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კერძოდ, საუბარია, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც,  „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“.

კობახიძის თქმით, ავტოკრატიისკენ წასული იყო ხელისუფლება, რომელსაც სამწუხაროდ, ქალბატონი შაჰინი აქებდა.

„ავტოკრატიისკენ წასულიც იყო და იქ იყო ის ხელისუფლება, რომელსაც სამწუხაროდ, ქალბატონი შაჰინი აქებდა 2012 წლამდე. ჩვენ გვახსოვს მისი ეს დამოკიდებულება. მისი განცხადება არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად უსამართლო. მე ვეცდები რომ ვიყო მაქსიმალურად კორექტული. საქმე ეხება სენატორს, აქედან გამომდინარე მხოლოდ ამ ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლები. ეს იყო ძალიან უხეშად, უსამართლო განცხადება, რომელიც მან გააკეთა“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება