fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით,მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა კულაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ასფალტ-ბეტონის გზა დაიგო მეგობრიბის ქუჩის მე-8 ჩიხში, პარარელურად გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მეგობრობის ქუჩის მე-9 ჩიხში.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. ,,ლატექსტი” ასრულებს.

ადგილობრივი მცხოვრების ჯუმბერ კაკაურიძეს განცხადებით აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური გზა ბოლო ორმოცი წელია არ ყოფილა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება