fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები

სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები. სოფელ ახალსოფელში შიდა საუბნო გზები იგება. სამუშაოები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს ,,ლატექსი” ასრულებს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან ერთად დაათვალიერა. დავით ბახტაძე – ,, გზის მოწესრიგებით ადგილობრივების მთავარი პრობლემა გადაიჭრება. სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დაცვით. ჩვენთვის მთავარია ხარისხი. ვიზუალური დათვალიერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარისხიანად სრულდება სამუშაოები და ადგილბორივი მოსახლეობაც შესაბამისად კმაყოფილებას გამოხატავს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება