fbpx

პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი და უდუმაშვილმა ეს აღიარა-ირაკლი კობახიძე

პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი და უდუმაშვილმა ეს აღიარა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“  ზაალ უდუმაშვილის  წასვლასა და მის მედიაში დაბრუნებას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „მის კუთვნილ ტელევიზიას შორის“ ზღვარია წაშლილია.

„ისედაც ყველამ ვიცით, რომ ყოველგვარი ზღვარია წაშლილი ამ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიას შორის. თავადაც თქვა უდუმაშვილმა – ბრძოლის ველზე ვრჩები, არსად მივდივარო. თავად აღიარა, რომ არავითარი ზღვარი არ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პარტიის კუთვნილ ტელევიზიებს შორის. პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ ამ პოლიტიკური პარტიის შემადგენელი ნაწილი და ეს უდუმაშვილმა აღიარა“, – განაცხადა  კობახიძემ

ცნობისთვის,  უდუმაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და მედიაში ბრუნდება. როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, მისი შეფასებით, დღეს „დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება“. უდუმაშვილს არ დაუკონკრეტებია მედიასაშუალება, სადაც საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა აღნიშნა, რომ „ძალიან მალე ეთერში შევხვდებით“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება