fbpx

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მოადგილეებთან, ლადო ზაქრაძესთან და გია მეიშვილთან ერთად სამტრედიაში არსებულ ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. დავით ბახტაძემ დეტალურად ისაუბრა თითოეული ა(ა)იპ ორგანიზაციის დარგობრივი საქმიანობის მაღალი პასუხისმგებლობით განხორციელებასთან დაკავშირებით. დავით ბახტაძემ ა(ა)იპ ორგანიზაციებს დაავალა განაგრძონ პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული დასაქმების პროგრამის სახელმწიფო საზოგადოებრივი სამუშაოებზე სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა აქტიური დასაქმება და შემდგომში საქმიანობის ხარისხიანად განხორციელებაზე კონტროლი. აღსანიშნავია, რომ დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 250 სოციალური შემწეობის მიმღები პირია დასაქმებული

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია