fbpx

სამტრედიის  მერიაში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ონლაინ  საინფორმაციო შეხვედრა გამართა

სამტრედიის  მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საპილოტე რეგიონებისინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ონლაინ  საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
დღევანდელ  საინფორმაციო შეხვედრას, მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ.
დავით ბახტაძე-,,თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად ვართ ჩართული, რომ ამ პროგრამით განსაზღვრული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია  თითოეულ მეწარმემდე ამომწურავად მივიდეს და ამ პროგრამით რაც შეიძლება მეტმა ადგილობრივმა მეწარმემ თუ დაინტერესებულმა პირმა ისარგებლოს. საინფორმაციო შეხვედრები ამ კუთხით მომავალშიც გაგრძელდება.”
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საპილოტე რეგიონებისინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალ საგრანტო პროგრამებსაცხადებს შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. აღნიშნული პროგრამა მოიცავს ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას: მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებითდა ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურდა ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალისგაზრდა. https://www.facebook.com/100068867213975/posts/231969215775317/?d=n ინოვაციური მეწარმეობის გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანიაინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციისმაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება.https://www.facebook.com/100068867213975/posts/231970459108526/?d=n
სამტრედიის მუნიციპალიტეტში პროგრამასთან დაკავშირებით შემდეგი შეხვედრა 4 თებერვალს ჩატარდება. ჯიტას პროექტის კოორდინატორები ადგილზე გამართავენ შეხვედრებს და დაინტერესებულ პირებს ამომწურავ ინფორმაციას გაუზიარებენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია