fbpx

სამტრედიაში სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ ავტოსადგომი და ქუჩის ზოლზე საფეხმავლო ბილიკი კეთდება

კოსტავას ქუჩაზე, ,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამტრედიის სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ ავტოსადგომი და ქუჩის ზოლზე საფეხმავლო ბილიკი კეთდება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. ,,დათა” ასრულებს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

დავით ბახტაძე -,,მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული ლოკაციის რეაბილიტაცია სწორედ მოსახლეობის და საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. მომავალში თითოეული პროექტი რათქმაუნდა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება.”

სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის დირექტორის ლელა ხურციძე-,, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მივმართეთ მუნიციპალიტეტის მერს და დღეს ხედავთ, რომ აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამტრედიის სამედიცინო ცენტრის
ადმინისტრაციის სახელით მადლობას ვუხდით როგორც მერს, ასევე თითოეულ იმ პირს ვინც ამ საკითხის მოგვარებაში მიიღო მონაწილეობა.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება