fbpx

სამტრედიაში ვეტერანთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

სამტრედიაში ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცეს და მათ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვეს.

,,17 ოქტომბერი განსაკუთრებული თარიღია. ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს დღევანდელ დღეს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. უდიდესია მათი დამსახურება  ჩვენი ქვეყნის წინაშე.

მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება და პატივისცემა თითოეული მათგანის მიმართ.” -განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა სამტრედიაში ედუარდ ახობაძემ.

საქართველოში „ვეტერანის დღე“ 2014 წლიდან ყოველი წლის 17 ოქტომბერს აღინიშნება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება