fbpx

Სულხან მოლაშვილის მამა ვნახე დღეს ციხესთან, უხმოდ ტიროდა, Ხელში გაზეთები ეჭირა-ოთო სტეფანიშვილი

ჟურნალისტი ოთარ სტეფანიშვილი სოციალურ ქსელში წერს-

Სულხან მოლაშვილის მამა ვნახე დღეს ციხესთან, იდგა ჩუმად, ნერვიულობდა, კანკალებდა და უხმოდ ტიროდა. Ხელში გაზეთები ეჭირა, მივედი მოვიკითხე, დაბნეულმა ვკითხე როგორ ხარ თქო და როგორ ვიქნებიო, ცრემლი გადმოუვარდა და გულში ჩამიკრა. Ვაკოცე, ვკითხე გაზეთები უნდა შეუგზავნო თქო და არ მაგზავნინებენ, ან ოჯახის წევრი უნდა ვიყო ან პარლამენტარიო, სულხანს შევპირდი რომ კვდებოდა, 40 დღე მიშას გაზეთებს მივუტან ციხეში და ვასრულებ ამ პირობასო.Რომ არ გატანინებენ თქო, მაინც ვივლი ყოველდღე და მოვიტან აქ გაზეთებსო. Იდგა და უხმოდ ტიროდა…Მერე სცენიდან დაუძახეს ამოდი სიტყვა თქვიო, რაღა უნდა ვთქვაო ატირდა კაცი….Შავი ტყავის ფეხსაცმელი, ნაცრისფერი ნაჭრის შარვალი და შავი პერანგი ეცვა სულხანის მამას დღეს….Ღმერთმა ყველას გაშოროთ ის ტკივილი რაც მე მის ცრემლიან თვალებში ვნახე…Ხვალაც მივა და მიიტანს გაზეთებს, შეიძლება მარტო მივიდეს და გთხოვთ ჩემს სამეგობროში პარლამენტარი ვინც ხართ, შეაგზავნინეთ და აასრულებინეთ პირობა…. ძალიან გთხოვთ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება