fbpx

სააკაშვილზე დაფანატებული ქალები ცალკე პრობლემაა-ამირან სალუქვაძე

ამირან სალუქვაძე მაია ნადირაძეზე-

ახლა მომაწოდეს მაია ნადირაძის გუშინდელი ეთერის ვიდეო.

ჯერ ერთი, სააკაშვილზე დაფანატებული ქალები ცალკე პრობლემაა. სამყაროს სხვა ფერებში ხედავდნენ და ხედავენ. ადრე ვარდისფრად, ახლა შავად.

მეორე, სულ ფრაზებად უნდა დავჭრა და ვუპასუხო, განა იმიტომ, რომ მაია ნადირაძის აზრია მნიშვნელოვანი. ერთი მხრივ ახალგაზრდებს აბოლებენ, მეორე.მხრივ შეურაცხყოფს მინიმუმ ნახევარ საქართველოსმ

ცალკე რაები იბოდიალა გირგვლიანთან მიმართებაში, ცალკე რომ იმოძღვრება, ხალხი დანაშაულს და შეცდომას ვერ ასხვავებსო. იქნებ ჯერ საკუთარი უჯრედები დათვალონ?!

“საძელმწიფოს შემქნელი”, “რადიკალური რეფორმები” და სხვა ბოდვები, რასაც თავადაც იჯერებენ და ფანებსაც აჯერებენ.

რეიტინგებზე, აღარც ხუთეულში ვართო, აღარც ათეულშიო… ამათ თავისი რეიტინგები აქვთ. გლავკანალს და ჟუტავიზორს იქეთ არ იხედებიან. რამდენჯერ უნდა ააფარო ამათ რეიტინგები? ან რეფორმები ვინ დაუფინანსა?

რაიმეს აიჩემებენ და წლების მანძილზე უტენიან თავში ხალხს. დაპროგრამებულები არიან. წლებია გვიმტკიცებენ, ნაციონალებია ყველაზე პატრიოტები, ყველაზე პროევროპულები, ყველაზე პროგრესულები, ყველაზე “პრადვინუტები” და ა.შ.

ლამის ნახევარ საქართველოს მანქურთები უწოდა. სააკაშვილმა მენტალობა შეგვიცვალაო. ვის რა უნდა შეუცვალონ უსამშობლო ფუძემოგლეჯილებმა?!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება