fbpx

რუსთაველი ვეტერანებისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

მიმდინარე წლის 26 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კლინიკა “თბილისის გულის ცენტრის“ ექიმებმა, რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უფასო გამოკვლევები ჩაატარეს.

აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრამას და ექოკარდიოგრაფიას.)

კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 64 ბენეფიციარს, განხორციელდა 192-მდე ვიზიტი.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, ლევან ამირიძე და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ბუსხრიკიძე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და “თბილისის გულის ცენტრს” შორის, მიმდინარე წლის 15 თებერვალს გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე, სამსახური და სამედიცინო ცენტრი შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე.

სხვადასხვა კლინიკებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, სამსახურის ბენეფიციარებს, წინასწარ მიეწოდებათ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია