fbpx

თამარ ტალიაშვილი – სააკაშვილის ამოცანა არ არის უკრაინის გადარჩენა და მხარდაჭერა, მისი და მისი თანამოაზრეების მიზანია საქართველო და ქართველი ხალხი დააზიანონ

თამარ ტალიაშვილი – სააკაშვილის ამოცანა არ არის უკრაინის გადარჩენა და მხარდაჭერა, მისი და მისი თანამოაზრეების მიზანია საქართველო და ქართველი ხალხი დააზიანონ როცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მრჩევლობენ უკრაინის მთავრობას, მათთვის ჩვეულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევიან იქაც. მიხეილ სააკაშვილის ამოცანა არ არის უკრაინის გადარჩენა და მხარდაჭერა. მისი და მისი თანამოაზრეების მიზანია საქართველო და ქართველი ხალხი დააზიანონ, შედეგად, ბუნებრივად ვიღებთ ამ მიზნის გაჟღერებას სხვადასხვა არხებიდან – უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველი დღიდან მეხუთე კოლონა გააქტიურდა ქვეყნის შიგნით და გარეთ. „იცით, რატომ არ მიკვირს უკრაინის უშიშროების საბჭოს განცხადება, საქართველოში ომი უკრაინას დაეხმარება რუსული აგრესიის მოგერიებაშიო? როცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მრჩევლობენ უკრაინის მთავრობას, მათთვის ჩვეულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევიან იქაც. მიხეილ სააკაშვილის ამოცანა არ არის უკრაინის გადარჩენა და მხარდაჭერა. მისი და მისი თანამოაზრეების მიზანია საქართველო და ქართველი ხალხი დააზიანონ, შედეგად, ბუნებრივად ვიღებთ ამ მიზნის გაჟღერებას სხვადასხვა არხებიდან. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველი დღიდან მეხუთე კოლონა გააქტიურდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ერისა და ბერის წინააღმდეგ. ჩვენ თავიდანვე თავისი სახელი დავარქვით მათ ანტისახელმწიფოებრივ სიტყვასა და საქმეს. დიახ, სახელისუფლებო და ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საზოგადოებას, ხალხს, ყველა პატრიოტ მოქალაქეს ერთად გვიწევს ურთულესი გლობალური კატაკლიზმების ფონზე, გარე მტრის მიერ მართულ შიდა მტერთან ბრძოლა“ – წერს თამარ ტალიაშვილი Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება