fbpx

როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან-ნათია თურნავა

როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან, რომელთაც რაღაც ყურმოკვრით აქვთ მოსმენილი და ხელშეკრულება წაკითხული არ აქვთ, ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო, ხშირად გვესმის, რომ 15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგობაზარი იყიდის ელექტროენერგიას და 15 წლის შემდეგ, თითქოს საქართველოში ამ ჰესის ელექტროენერგია არ გაიყიდება.

პირველ რიგში ვიტყვი, რომ 15-წლიანი ელექტროენერგიის შესყიდვის კონტრაქტი ეს არ არის უნიკალური, რაც კონკრეტულად „ნამახვანჰესისა“ და ინვესტორისთვის გაკეთდა. 100-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დღეს საქართველოსი მოქმედებს, ან მშენებლობის პროცესშია და ვითარდება, ანალოგიური ხელშეკრულებით არის მიმწოდებელი ჩვენს ბაზარზე. 10-დან 15 წლამდე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება ეს საქართველოში ჩვეულებრივი სტანდარტია და ის რომ ხელშეკრულება სრულდება, არანაირად არ ნიშნავს, რომ რომელიმე ჩვენი ჰიდროელექტროსადგური და მათ შორის „ნამახვანი“ თავისი სურვილისამებრ ელექტროენერგიას სადმე გაიტანს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობას ეფუძნება.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია