fbpx

რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ-ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე

რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს – სააკაშვილს დახვდება მასზე გაბრაზებული და გამწარებული ასი ათასობით ადამიანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ის მოწოდებები, რომ „ხალხი გამოვა და დამიცავს“ არის სრული სიცრუე და სიყალბე.

„რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ რამდენი ადამიანის და მხარდაჭერის მობილიზება შეგვიძლია. სააკაშვილს დახვდება მასზე გაბრაზებული და გამწარებული ასი ათასობით ადამიანი. ხალხის შეცდომაში შეყვანას აპირებენ და ცდილობენ, რომ არეულობა და დაბნეულობა შემოიტანონ. მარტივი პასუხია სახელმწიფო გასცემს პასუხს, სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენ მიწაზე, ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება