fbpx

ოზურგეთში ასკანის ციხის რეაბილიტაცია დაიწყება-თეა წულუკიანი

ოზურგეთში ასკანის ციხის რეაბილიტაცია დაიწყება – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა

თეა წულუკიანი ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წინასაარჩევნო შეხვედრებს დაესწრო და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ასკანის ციხე უნიკალური ძეგლია, რომლის რეაბილიტაციის მიზნითაც რამდენიმეწლიან პროექტს ვამზადებთ” – განაცხადა თეა წულუკიანმა

“ეს ისტორიული პროექტი იქნება ოზურგეთისთვის. ჩემი მერობის პირობებში, მაქსიმალურად ვიზრუნებთ ასკანის ციხის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის განხორციელებისთვის, რაც სოფელ მთისპირს დამატებით განვითარებას და შემოსავალს მოუტანს. გზის და დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარებას ოზურგეთის მერია უზრუნველყოფს” – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ მთისპირში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ასკანის ციხე (თამარის მეფის ციხე) ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე, სოფელ მთისპირში მდებარეობს. ციხეზე გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი IV საუკუნისაა, უახლესი — XIX საუკუნისა. სამეცნიერო ექსპედიცია ციხეზე არასდროს ყოფილა და ის დღედმე შეუსწავლელი იყო. გადმოცემის თანახმად ციხეზე ულაშქრია მურვან-ყრუს. მას გასჭირვებია ციხის აღება და უბრძანებია, უნაგირები და კეხები მოეხსნათ ცხენებიდან, ერთმანეთზე დაეწყოთ და ასე ასულიყვნენ ციხეში. მეციხოვნეებს გავარვარებული ისრები უსვრიათ და უნაგირებისთვის ცეცხლი გაუჩენიათ. მურვან ყრუს ლაშქარი უკან გაბრუნებულა, მეციხოვნეები გამოსდევნებიან და ბრძოლაში მურვანს მუზარადი დაუკარგავს. გადმოცემის მიხედვით მუზარადი დიდხანს ინახებოდა ციხის ეკლესიაში. მურვან ყრუს ლაშქრობას გურიაში ქართლის ცხოვრება ადასტურებს.

ბოლო ცნობების თანახმად, 1828 წელს ასკანის ციხეში იყო გამაგრებული სოფიო გურიელი, რომელიც გურიაში რუსეთის მმართველობის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძოდა. 30 სექტემბერს ასკანის ციხე რუსეთის ჯარმა დაიკავა. 1870-იან წლებში ციხეში შემორჩენილი იყო ძვირფასი ნივთები, ფული, ავეჯი. ციხე აღჭურვილი იყო ქვემეხებით, რომლებიც XX საუკუნის 30–იან წლებში შემდეგ ოზურგეთში წაიღეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება