fbpx

რაც შეიძლება, მეტი დავით კაჭარავა ჩვენს ქვეყანას-კახა კალაძე

კახა კალაძე რაგბის კავშირის თავმჯდომარის წინააღმდეგ შექმნილ პეტიციაზე: რაც
შეიძლება, მეტი დავით კაჭარავა ჩვენს ქვეყანას
თბილისის მერმა უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც
რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, დავით კაჭარავას მიერ თანამდებობის
დატოვების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ეხებოდა და განაცხადა, რომ კაჭარავა
ღირსეული ადამიანი და სპორტსმენია.
„დავით კაჭარავა იყო წარმატებული სპორტსმენი, არის ღირსეული ადამიანი და მე
ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი დავით კაჭარავა, მეტი ხვიჩა
კვარაცხელია ჰყავდეს, მეტი ლაშა ტალახაძე, რომელსაც თქვენ ძალიან ხშირად
ლანძღავდით, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდით, მეტი შოთა არველაძე, მეტი
ლევან კობიაშვილი სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება