fbpx

დავით კაჭარავა კორძაიას განცხადებაზე: ასეთი წამოცდენები კიდევ უფრო მომრავლდება და კიდევ უფრო მეტად მოუწევთ საზოგადოების წინაშე ამ ყველაფრისთვის პასუხისგება

„ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „ე.წ. რუსულ კანონად“ მოიხსენიებს.

„თავიდანვე მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის რუსული ეწოდებინათ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ყოველდღიურად, სულ უფრო კარგად ხედავს, რომ ისინი სიცრუის მანქანის მსხვერპლი აღმოჩნდა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციონერები თავდაცვის რეჟიმში არიან გადასულები. რა თქმა უნდა (არა მხოლოდ თამარ კორძაიასგან), ასეთი წამოცდენები კიდევ უფრო მომრავლდება და კიდევ უფრო მეტად მოუწევთ საზოგადოების წინაშე ამ ყველაფრისთვის პასუხისგება“, – აცხადებს დავით კაჭარავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება