fbpx

რაც არუნდა დაგეშილი გაუშვან თავიანთი ჟურნალისტები, ალბათ მაინც უნდა გააცნობიერონ სად მიდიან-ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი-

რა უნდა ქნა, როცა სამსახურში მიგიღეს, თან გითხრეს კრიტიკული მედიის ჟურნალისტი ხარ?! ალბათ უნდა იფიქრო, მოემზადო, ინფორმაცია შეაგროვო და მერე დასვა არგუმენტირებული შეკითხვები, მერე რეპორტაჟის მომზადებაზე იფიქრო და ნელ-ნელა დახვეწო შენი პროფესიონალიზმი-საბოლოოდ კი ჩამოყალიბდე სერიოზულ ჟურნალისტად…ეს ყველაფერი ასე იქნებოდა სხვა ქვეყანაში, ჩვენთან კი მედიის გარკვეული წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება, რომლებსაც ფაქტობრივად ყველაფრის თქმის უფლება აქვთ, სწორედ იმ ე.წ. მედია ტელეარხებზე ყალიბდებიან უვიცებად, თავხედებად რაც მთავარია უცოდინრებად, ამით რა თქმა უნდა ნელ-ნელა შორდებიან ნამდვილი ჟურნალისტის პროფესიას, მაგრამ მთავარი ხომ სკანდალია, სკანდალი, რომელიც მათ ჭკუით ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს გაანადგურებს. ამის მაგალითი თავდაცვის მინისტრზე გამოკიდება, რა რას ამბობთ მედვედევი არაფრად მიგაჩნიათო?! მერე რა რომ თვითონ მედვედევის სამსახურები ამბობენ, რომ პოსტი მისი დაწერილი არაა, მერე რა რომ ამბობენ ვიღაცამ“აქუნთი“ გაუტეხა-ჩვენი „უკრიტიკულესი“, ოპოზიციური მედია ელიან პასუხს, უფრო სწორედ ომის გამოცხადებას რუსეთზე, დიახ პირდაპირ მინისტრმა უნდა გამოუცხადოს ომი! ან წავიდეს სადმე რუსეთში ჩაუსაფრდეს პუტინს და შეიპყროს, ნუ პუტინს თუ არა მედვედევს მაინც ხომ შეიპყრობს! აი, ნაცების ხელისუფლება რომ იყოს ასე იზამდა ნამდვილად, რა მედვედევი არ იყო პრეზიდენტი და პუტინი პრემიერი ნაც-მინისტრებმა კუდით ქვა რომ ასროლინეს 2008 წლის ომის დროს, მართალია რუსთაველის პროსპექტზე, მაგრამ ხომ ასროლინეს! მერე კაბალურ შეთანხმებაზეც ხომ მოაწერეს ხელი, სტრატეგიული ობიექტებიც ხომ გადასცეს, რუსებს (ნახონ და იწვალონ და ამუშაონ თუ კარგია!), მერე რეზოლუციაზეც ხომ ჩავაწერინეთ დიახ ჩვენ დავიწყეთ ომიო, და ოკუპანტობაც ხომ მივაწერეთო! ვახ, რატომ ღმერთი არ გაიცინებს, ტელევიზიებს პერიოდულად რესპონდენტებად ქართველთმოძულე და რუსულად მოლაპარაკე (სხვა ენა არ იცის, იცის ის რაც მისთვის მშობლიურია) არახამია, არესტოვიჩი და დებილი გონჩარენკო გამოგყავთ და ვინმეზე ხმას საერთოდ როგორ იღებთ. გონჩარენკო, ხომ გახსოვთ უკრაინის ფრონტზე, რომ რუსეთი დაამარცხა, და კოსოვოს რომ ეხმარება ჯარით სერბების წინააღმდეგ. ისევ მედვედევს უნდა დავუბრუნდე, არ მითქვია და არ დამიწერია იძახის, და ჩვენ რა ვქნათ?! გინდა თუ არა თქვი, მერე წაშალე, მაგრამ არ გვაინტერესებს და განმარტებები მოვთხოვოთ?! ისე რამ მაგრად ეშინიათ, ზოგიერთებს მედვედევის თუნდაც წაშლილი პოსტის, ხომ ფაქტია, კი ეშინიათ ზოგიერთ პოლიტიკოსებს, იმ ჟურნალისტების უფროსებს-მედვედევის წინააღმდეგ, რომ უომიათ, წაუგიათ, გაქცეულან, მერე თითქმის ყველაფერი მიუციათ და ისევ ეშინიათ….

მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, და რაც არუნდა დაგეშილი გაუშვან თავიანთი ჟურნალისტები, ალბათ მაინც უნდა გააცნობიერონ სად მიდიან და რა დროს ქვეყანა თავის გმირებს ემშვიდობება, მინიმუმ პატივისცემა მაინც უნდა გამოიჩინონ, მაგრამ ამისთვის ალბათ, სხვა რამაა საჭირო, მათ კი ის სხვა არა აქვთ…

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება