fbpx

რას აღნიშნავთ 7-ში?თუ ოფიციალურად რუსეთის აგრესიის თარიღად დააფიქსირეთ 8 აგვისტო?-ამირან სალუქვაძე

ამირან სალუქვაძე წერს-მავნებლობს ოპოზიცია ომის დაწყების დღესთან დაკავშირებით. ახლა დაღუპულთა ოჯახების ორად გაყოფა და პოლარიზება სურთ.

ნახეთ ფოტოებზე, ვიდეოში, ადრე, ძირითადად, 8 აგვისტოს ადიოდნენ. უცხოელთა განცხადებენიც 8-ში კეთდებოდა. ახლა აქაური საელჩოებიც აყვნენ და 7-ში აკეთებენ განცხადებას.

რას აღნიშნავთ 7-ში?

პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს #402 ბრძანებულებით 7-8 აგვისტოს სეპარატისტებმა გაგვიხსნეს ცეცხლი.

ევროსაბჭოს 2008 წლის #1633 რეზოლუციის თანახმად საქართველოს ბრალდება გაუფრთხილებლად ცეცხლის გახსნის გამო დაძაბულობის ფართომასშტაბიან ომში გადაზრდა, რომელ მავნე ფორმულირებასაც მაშინდელმა სახელისუფლებო დელეგაციამ ხმა მისცა და კომპრომისად მონათლა.

პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს #402 ბრძანებულებაში რუსეთის სახმელეთო ფორმირებების როკის გვირაბის გადმოლახვა და ავიაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების დაბომბვის, ანუ რუსეთის აგრესიის თარიღად მითითებულია 8 აგვისტო.

მესმის, როცა 5 და 6 აგვისტოს ინტერვიუებში ამბობდით სეპარატისტების თავნებობაა და რუსეთი არაფერ შუაშიაო, შემდგომში დიპლომატიად და რუსეთისთვის სახის შენარჩუნების მცდელობად გაასაღედ, მაგრამ 9 აგვისტოს, უკვე გაგანია ომის დროს ვის და რას უნარჩუნებდით 8 აგვისტო რომ ჩაწერეთ?

ჰოდა, 7 აგვისტოს რას აღნიშნავთ და რატომ, თუ ოფიციალურად რუსეთის აგრესიის თარიღად დააფიქსირეთ 8 აგვისტო?

+8

38თეიმურაზ თეიმურაზ, Shengelia Magda და 36 სხვა

9 კომენტარი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება