fbpx

თუ რუსეთის ჯარი 8 აგვისტოს შემოვიდა, ასევე, ამბობთ, რომ ომი 7-ში დაიწყო ,პრეზიდენტის ბრძანებულება რატომ გამოეცით 9 აგვისტოს?-ამირან სალუქვაძე

ვეტერანი ამირან სალუქვაძე-

მოვიდა 7 აგვისტო და დაიწყეს დილიდან სტატიები, ინტერვიუები, მუხათგვერდში 7-ში უნდა გავიდეთ, თუ 8-ში?!

თქვენ ამ საკითხში შეთანხმება რომ გინდოდეთ, როგორც კამერების წინ ამბობთ, დაჯდებოდით მთავრობასთან წლების წინ, როცა სააკაშვილმა გასვლის თარიღი პირველად დაარღვია, და შეჯერდებოდით. თუმცა თქვენ სპექტაკლების დადგმა გჭირდებათ.

უამრავჯერ დავდეთ ვიდეოები, ძველი სტატიები, რომ სააკაშვილი და მისი მთავრობა, თავიდან, 8 აგვისტოს დადიოდნენ. პოსტის ბოლოში იხილეთ ბმული, რომელზეც ნახავთ ამ მასალებს.

მომიწევს ამ თემაზე უფრო ვრცლად დაწერა. მანამდე კითხვებს დავუსვამ წინა ხელისუფლების იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ისევ ხმაურობენ:

1. ჩემთვის ომი 7-მდე დაიწყო, როცა პირველი ინტენსიური სროლები დაიწყო. თქვენთვის 7-ში რატომ დაიწყო და რა ფაქტი ითვლება ომის დაწყებად?

2. თუ თქვენი ვერსიით ომი 7-ში დაიწყო, პრეზიდენტის 9 აგვისტოს ბრძანებულებაში რატომ დაწერეთ, რომ “სეპარატისტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებები, აქტიურად იქნა მხარდაჭერილი რუსეთის ფედერაციის მიერ” (იხ. ფოტო) და შემდეგ აღწერთ როგორ დაუჭირა 8 აგვისტოს მხარი რუსეთმა, როგორ შემოვიდა 8 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით რუსეთის ჯარი? ეს ხომ ოფიციალური იურიდიული და საჯარო დოკუმენტია, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ?!

3. თუ რუსეთის ჯარი 8 აგვისტოს შემოვიდა, ასევე, ამბობთ, რომ ომი 7-ში დაიწყო (ვიმეორებ, ჩემთვის 7-მდე დაიწყო), პრეზიდენტის ბრძანებულება რატომ გამოეცით 9 აგვისტოს და საომარი მდგომარეობა რატომ გამოაცხადეთ არა 7 ან 8, არამედ 9 აგვისტოდან?

4. პარლამენტმა იმავე დღეს, ანუ 9 აგვისტოს დაუდასტურა პრეზიდენტს საომარი მდგომარეობის გამოცხადება. რატომ არ მიმართა ამ თხოვნით 7-ში ან 8-ში? კონსტიტუციაში რა ეწერა, გახსოვთ?

5. ომის შემდეგ რატომ გადაიღეთ თომა ჩაგელიშვილის ფილმი, სადაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ აღწერთ ჩვენს სამხედრო გეგმებს, რა უნდა მოგვესწრო რუსეთის შემოჭრამდე?

ამას თუ დავუმატებთ #1633 რეზოლუციას და ტალუავინის კომისიას, რომლებშიც ვერ (ვერ დაგაბრალებთ, რომ არ) დაიცავით ქვეყნის ინტერესები, ძალიან მუქ ფერებში ჩნდება ყველაფერი. ძალიან ბევრი დამთხვევა ხომ არაა?

რასაც ყოველ 7 აგვისტოს აკეთებთ, იწყებთ რა თემის აჟიტირებას, ზუსტად ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში, რადგან საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ ვიცავთ ვერსიას – ომი დაიწყო რუსეთმა 7 აგვისტომდე.

გაისადაც ატეხავთ აჟიოტაჟს და წლების შემდეგაც. სანამ თქვენ პოლიტიკაში ხართ, მავნებლობას არ შეეშვებით.

P.S. ტერიტორიების ომის გზით დაბრუნება კი არაა პრობლემა, არამედ როდის იწყებ, როგორ ემზადები, როგორ აწარმოებ, როგორ აფორმებ იურიდიულად და როგორ იცავ ქვეყნის ინტერესებს ომის შემდეგ.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება