fbpx

რამოდენიმე წელი მომიწია უკრაინის ჩემპიონატში თამაში და ძალიან კარგად მახსოვს 2008-ში უკრაინის მთავრობის ქმედებები!-ლადო ბურდული

ყოფილი ფეხბურთელი ლადო ბურდული წერს-რამოდენიმე წელი მომიწია უკრაინის ჩემპიონატში თამაში და ძალიან კარგად მახსოვს 2008-ში უკრაინის მთავრობის ქმედებები!! სტანდარტული შეშფოთები და აღშფოთებები.

პაპუაშვილი განახორციელებს იმას რაც თავისი სამშობლოსათვის უკეთესი და მართებულია. ისე როგორც უკრაინა მოიქცა მაშინ როდესაც საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ჩააგდეს რადას დეპუტატებმა 2008 წელს. მათ მიაჩნდათ რომ მართლები იყვნენ, ამიტომ ქართველ ხალხს და ხელისუფლებას საყვედურები არ გამოგვითქვამს, დიახ ეს არ გვიკადრებია თუმცა გული დაგვწყდა…. არც 2000-მდე უკრაინელს უბრძოლია ჩვენს დასახმარებლად ფრონტზე,არც გაფუჭებული ტანკები მიგვიყიდია, არც მეორე ფრონტის გახსნა დაგვივალებია, ისე ცნობისათვის არც უკრაინელი კრიმინალები შეგვიფარებია რომლებიც უკრაინის ხელისუფლების მიერ იყვნენ ძებნილები.თავისთავად არც დაგვისაქმებია.

ხედავთ რა ღირსეული მეგობრობა და თანადგომა ვიციით….ისე ჰუმანიტარული დახმარებაც უწყვეტ ნაკადათ მოედინება აქედან მაქეთ როგორც ხალხისგან ასევე მთავრობისგან…ასე რომ ყელში ამოხვედით თქვე არასწორებო ვინც მაქედან არასწორად ტლიკინებთ! უფალმა დალოცოს უკრაინელი ხალხი!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება