fbpx

რამდენად კორექტულია ბიძინა ივანიშვილის სახელით შექმნილი 100000 კაციანი გვერდი მიითვისო და გახარიას ჯგუფად გადააკეთო?!

23 მარტს “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერმა გვერდმა “Bidzina ivanishvili & media” სახელი შეიცვალა და Gakharia & Media”-დ გადაკეთდა. “სამართლიანი არჩევნები” გვერდთან და მის სავარაუდო მმართველთან დაკავშირების მონაცემებს აქვეყნებს. 

ორგანიზაცია წერს, რომ გვერდი “Bidzina ivanishvili & media” 2011 წელს გაბრიელ წულაიას მიერ არის შექმნილი. ის საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

  • 2013 წლიდან 2015-მდე მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა;
  • 2015 წელს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინტერნეტკომუნიკაციის სამსახურის უფროსის;
  • 2017 წლის დეკემბერში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან ერთ თვეში, წულაიამ შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დაიკავა;
  • 2019 წლის სექტემბერში, გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაბრიელ წულაია მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდა.

წულაიამ თანამდებობა გახარიას გადადგომიდან მალევე დატოვა. რამდენად კორექტულია ბიძინა ივანიშვილის სახელით შექმნილი 100000 კაციანი გვერდი მიითვისო და გახარიას ჯგუფად გადაკეთო ,ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდია

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია