fbpx

არანაირი კავშირი ივანიშვილს და ნებისმიერ ჩვენთაგანს გიორგი გახარიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან არა აქვს-გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, გახარიამ მაშინ გამოავლინა სისუსტე, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა:

“გიორგი გახარიას გზავნილი იმის ხაზგასმად მივიღეთ, რომ ის აპირებს პოლიტიკაში აქტიურად იყოს ჩართული. ის თუ რას იზამს, არ ვიცით. რაც შეეხება საუბარს ევროპულ ინტეგრაციაზე, როგორ გგონიათ, სხვა რა უნდა ეთქვა?! არ უნდა ველოდოთ, რომ მისგან სხვა განცხადება იქნება გაკეთებული. რა თქმა უნდა, იტყვის, რომ მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაცია, ასოცირების პროცესის განვითარება. ეს თემებია პოპულარული. მიკვირს ეკონომიკაზე, რომ არ საუბრობს.

გახარიამ მაშინ გამოავლინა სისუსტე, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა.

ფაქტია, რომ მას გამოცდილება “ქართული ოცნების” წიაღში, ჩვენს ფორმატში დაუგროვდა და თუ მას რაიმე წარმატებული პროექტი ჰქონდა, ეს პირადად მისი დამსახურება არ არის. პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური მოთამაშე შემოვიდა. ვნახოთ, რას იზამს, რას მოიმოქმედებს, რა გუნდს შექმნის და როგორ ჩამოყალიბდება. მინდა ვიყო კონკრეტული: – არანაირი კავშირი ივანიშვილს ან ნებისმიერ ჩვენთაგანს ან პოლიტსაბჭოს ან რომელიმე უწყებას გიორგი გახარიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან არა აქვს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება