fbpx

პრეპარატი Molnupiravir-ი კოვიდპაციენტების სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს დაახლოებით 50 %-ით ამცირებს

კორპორაციამ Merck & Co აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ავტორიზაციისთვის მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ მინიჭებულმა ავტორიზაციამ შესაძლოა COVID-19– ის კლინიკური მენეჯმენტი შეცვალოს, რადგან აბების მიღება სახლშიცაა შესაძლებელი.

კლინიკური კვლევის შუალედური შედეგების თანახმად, პრეპარატი Molnupiravir-ი კოვიდპაციენტების სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს დაახლოებით 50 %-ით ამცირებს. Merck-ი 2021 წლის ბოლომდე მედიკამენტის 10 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობის წარმოებას გეგმავს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება