fbpx

პრემიერ-მინისტრმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს საჩუქრად ლუკა იერუსალიმელის ხატი გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა.მთავრობის მეთაურს ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა ფილუმენმა უმასპინძლა.ირაკლი ღარიბაშვილმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს საჩუქრად გადასცა ლუკა იერუსალიმელის ხატი, რომელიც მე-13 საუკუნეში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იყო. პრემიერ-მინისტრი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.ირაკლი ღარიბაშვილმა, მონასტერში სტუმრობისას, შოთა რუსთაველის ქუჩაზე ყვავილებით შეამკო  შოთა რუსთაველის მონუმენტი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება