fbpx

პენტაგონი – თავდაცვის მდივანი ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტუროს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ვიზიტისა და ბელგიაში დაგეგმილ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ხაზი გაუსვას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაში. ლიდერები აგრეთვე განიხილავენ უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ შავი ზღვის რეგიონში უფრო მეტ რეგიონალურ თანამშრომლობას,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პენტაგონში ასევე აცხადებენ, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მტკიცედ უჭერს მხარს თავის ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შავი ზღვის მნიშვნელოვან რეგიონში რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების ფონზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება