fbpx

პალდოში რეზერვისტების შეკრება გაიმართა

პალდოში რეზერვისტების შეკრება გაიმართა ეროვნული გვარდიის საველე-საწვრთნელ ბაზაზე ,,პალდო” მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე კადრირებული ბატალიონის მორიგი გეგმიური შეკრება აიმართა. რეზერვისტების შეკრებას საჯარო და კერძო სექტორიდან მათი დამსაქმებლები დაესწრნენ. სტუმრებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ატაშე, პოლკოვნიკი ჯეიმს ტომპსონი და ODC-ის წარმომადგენელი, მაიორი ზაქ ქასელი დაესწრნენ.

ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიული რეზერვის დამსაქმებლებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს და შეკრების ფარგლებში, რეზერვისტთა მომზადების მიმართულებები გააცნეს.

მოწვეულმა სტუმრებმა ერთი დღე რეზერვისტებთან ერთად გაატარეს. მათ ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და რეზერვისტთა საბრძოლო და თეორიულ აქტივობებს დაესწრნენ. ბაზაზე ვიზიტის ფარგლებში, დამსაქმებლებმა „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია