fbpx

ოპო­ზი­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ურე­სურ­სოა, სრუ­ლი­ად გა­ნუ­ლე­ბუ­ლია-ირაკლი კობახიძე

ოპო­ზი­ცი­ას არც შე­მოდ­გო­მა­ზე, არც ზამ­თარ­ში და არც ზა­ფხულ­ში არა­ვი­თა­რი რე­სურ­სი არა აქვს, რომ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში არე­უ­ლო­ბა შე­მო­ი­ტა­ნოს”,- ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც ოპო­ზი­ცი­ის გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა.

კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, ოპო­ზი­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ურე­სურ­სოა, სრუ­ლი­ად გა­ნუ­ლე­ბუ­ლია. მისი თქმით, ამას მარ­ტი­ვი მი­ზე­ზი აქვს – “სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა მათი რე­ა­ლუ­რი სახე, მათ შო­რის მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ომ­თან მი­მარ­თე­ბა­ში“.

“სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­დავს, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ თა­ვი­სი გან­შტო­ე­ბე­ბით და სა­ტე­ლი­ტე­ბით არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ომის პარ­ტია და ომ­თან ერ­თად ღა­ლა­ტის პარ­ტია, რა თქმა უნდა, ასეთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ხალ­ხი არ გაჰ­ყვე­ბა. ეს არის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, თუ რა­ტო­მაც არის რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია დღეს გა­ნუ­ლე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, მათ არც შე­მოდ­გო­მა­ზე, არც ზამ­თარ­ში და არც ზა­ფხულ­ში არა­ვი­თა­რი რე­სურ­სი არა აქვთ, რომ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში არე­უ­ლო­ბა შე­მო­ი­ტა­ნონ.

ისი­ნი აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნა­რებ­ზე. ზურა ჯა­ფა­რი­ძე, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი და სხვე­ბი მუდ­მი­ვად სა­უბ­რო­ბენ ამა­ზე. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც თვა­ლი უჭი­რავთ, რა­მე­ნა­ი­რად მო­ა­წყონ ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა და ამა­საც თა­ვი­სი მი­ზა­ნი აქვს – ქვე­ყა­ნა ჩარ­თონ ომში. რა თქმა უნდა, ამის არა­ნა­ი­რი რე­სუ­რი არ არ­სე­ბობს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დგას თა­ვის ად­გილ­ზე და ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე, ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება