fbpx



ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ გიორგი რურუაზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ ეს არ არის ასახული ევროპარლამენტარების ანგარიშში – დავით ზალკალიანი

ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ გიორგი რურუაზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ ეს არ არის ასახული ანგარიშში,  – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი კარგი შედეგი იმ თანამშრომლობის და ურთიერთობისა, რაც ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტთან. ევროპარლამენტარები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მათ თვალნათლივ დაინახეს, თუ როგორ იმოქმედა ხელისუფლებამ, როგორი თანმიმდევრული იყო აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენი პარტნიორები, ევროპარლამენტის წევრები ამას კარგად ხედავენ და შესაბამისად ეს აისახება მათ მიერ მომზადებულ ანაგარიშებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია