fbpx

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატივი მიაგო ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას

დღეს ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს ეროვნულ გმირს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს. ის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა. ქაქუცა არ შეურიგდა ქვეყნის ოკუპაციას და ბოლშევიკების წინააღმდეგ განაგრძო ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის.

მისი მხედრული შემართება, სიმამაცე და სამხედრო ნიჭი არაერთ ბრძოლაში გამოვლინდა. ქაქუცა ჩოლაყაშვილის მსგავსი გმირები გვაჩვენებს, რომ საქართველო არასოდეს ურიგდებოდა მისი თავისუფლების დაკარგვას და ყველა სიტუაციაში განაგრძობდა ბრძოლას.

ჩვენი ვალია, სწორედ ასეთი გმირების და პატრიოტების მაგალითებზე აღვზარდოთ მომავალი თაობა და ერთად, ხორცი შევასხათ იმ მიზნებსა და ოცნებებს რაც მათ ამოძრავებდათ. ასეთი მიდგომით აუცილებლად შევქმნით ჩვენი წინაპრების საოცნებო საქართველოს – ერთიანი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობით-ირაკლი ღარიბაშვილი,თავდაცვის მინისტრი

გაუზიარე!

Shares