fbpx

ნინო ფოჩხუა – მელიას წინააღმდეგ ხოშტარია-კაპანაძესაც გააშლევინეს ახალი ფრონტი

ნიკა მელია პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც „ფაქტ-ჩეკის“ ეგრედწოდებულ “მზომელში” მოხვდა და თან მანიპულატორობა დააბრალეს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა წერს და „ფაქტ-ჩეკის“ ინფორმაციას აზიარებს, სადაც ვკითხულობთ, რომ მანიპულირებაა ნიკა მელიას განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მელიას წინააღმდეგ ხოშტარია-კაპანაძესაც გააშლევინეს ახალი ფრონტი.
მისივე თქმით, რაც უფრო მალე დაასრულებენ ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრები, მით უკეთესი.
„ნიკა მელია პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც ფაქტ- ჩეკის ეგრედწოდებულ “მზომელში” მოხვდა და თან დააბრალეს მანიპულატორობა. ხოშტარია/კაპანაძესაც გააშლევინეს ახალი ფრონტი მელიას წინააღმდეგ. არა, ნიკა მელია კი არის მანიპულატორიც და ყველაფერი ცუდი, მაგრამ კარგია, რაც უფრო მალე დაასრულებენ ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრები, მით უკეთესი“ – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება