fbpx

ნინო ფოჩხუა ზაზა შათირიშვილის წერილზე: ბიძინა ივანიშვილის, როგორც რიგითი მოქალაქის დაშანტაჟებით, ის ბნელი ძალები ჩვენს ქვეყანაში ვერ მიაღწევენ მიზანს

ნინო ფოჩხუა ზაზა შათირიშვილის წერილზე: ბიძინა ივანიშვილის, როგორც რიგითი მოქალაქის, ოღონდ უპირობო ავტორიტეტის მატარებლის დაშანტაჟებით, ის ბნელი ძალები ჩვენს ქვეყანაში ვერ მიაღწევენ მიზანს გუშინ მოძრაობა “ხალხის ძალა”, დღეს ზაზა შათირიშვილის წერილი, უკვე თვალნათელი გახდა როგორ ღიად დაიწყეს მოქმედება ბნელმა ძალებმა არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ნგრევაში. იმას რასაც ახორციელებდნენ ჩვენს ქვეყანაში 2004-2012 წლებში, ჩვენი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განადგურებაში, რასაც ახლაც ცდილობს, ეტყობა ის ხდება დღეს შვეიცარიაშიც -წერ ექპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. “გუშინ მოძრაობა “ხალხის ძალა”, დღეს ზაზა შათირიშვილის წერილი, უკვე თვალნათელი გახდა როგორ ღიად დაიწყეს მოქმედება ბნელმა ძალებმა არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ნგრევაში. იმას რასაც ახორციელებდნენ ჩვენს ქვეყანაში 2004-2012 წლებში, ჩვენი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განადგურებაში, რასაც ახლაც ცდილობს, ეტყობა ის ხდება დღეს შვეიცარიაშიც. იმ ქვეყანაში, სადაც ოდიდგანვე მისი შეუბღალავი საბანკო სისტემის რეპუტაცია იდგა ასევე სტაბილურ, გამართულ სასამართლოზე. აბა რას უნდა დავაბრალოთ ის, რასაც დღეს შვეიცარული ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ბიძინა ივანიშვილს, კანონის გვერდის ავლით, ექცევა. როგორ წარმოგვიდგენია, ბანკის რიგითმა თანამშრომელმა დამოუკიდებლად გააქროს მილიარდამდე თანხა, თავის თავზე აიღოს დანაშაული, დროზე ადრე განთავისუფლდეს, ცოტა ხანში ჩამომხჩვალი იპოვონ ტყეში და მისი სიკვდილი სასწრაფო წესით გამოაცხადონ თვითმკვლელობად. კითხვები ძალიან ბევრია! აღარ გავაგრძელებ, რაც ყველასთვის ცნობილია თუ როგორ განვითარდა მოვლენები ბოლო სამი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთს ვიტყვი, როგორც ჩანს დღეს მოქმედი ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდა ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის აღდგენას და დაცვას, რისი უპირველესი პირობა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაა, რომლის დაცვას და განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის, როგორც რიგითი მოქალაქის, ოღონდ უპირობო ავტორიტეტის მატარებლის დაშანტაჟებით, ის ბნელი ძალები ჩვენს ქვეყანაში ვერ მიაღწევენ მიზანს.”- წერს ფოჩხუა Facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება