fbpx

,,დედოფლისწყაროობა-2022“ მასშტაბურად აღინიშნა

ქ. დედოფლისწყაროს კულტურის სახლის ეზოში ,,დედოფლისწყაროობა-2022“ მასშტაბურად აღინიშნა

დედოფლისწყაროელებს დღესასწაული კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა – ირაკლი ქადაგიშვილმა და დავით სონღულაშვილმა, ასევე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა მიულოცეს.

,,დედოფლისწყაროობის“ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეები. საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტს თეოდორეს, ცნობილ ანალიტიკურ მკვლევარს, დავით ქართველიშვილს, ექიმ, მარინა ხარაშვილს, ხელოვან ცარო მარტიაშვილს, ღვაწლმოსილ პედაგოგს ნანული ნატროშვილს.

კონცერტზე დედოფლისწყაროელებისთვის და მუნიციპალიტეტის სტუმრებისთვის მუსიკალური ნომრების შეასრულეს ,,ღამის შოუს ბენდმა ” , ეკა კახიანმა, ნინი ბადურაშვილმა, მაია ჯაბუამ და მარი მამისმედიშვილმა.

საღამო საზეიმო, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება