იქნებ, შუქნიშნის დარღვევაზე ქართველ მძღოლებსაც გადაუხადონ სახელმწიფოს მიერ გამოწერილი ჯარიმები. მგონი, ეს მოსახლეობისთვის ბევრად უფრო მისაღები იქნება, ვიდრე რევოლუციური პროცესების დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მარტის აქციებზე დაკავებული აქტივისტებისთვის უცხოელი დონორების ფინანსებით ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით განაცხადა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დონორები და დონორების სათავო ოფისები ამ პროექტებს გადახედავენ. ჩვენ მათთან კომუნიკაცია აუცილებლად გვექნება, რათა გავიგოთ, რას ემსახურება მსგავსი ტიპის პროექტების დაფინანსება, მათ შორის, რას ემსახურება ჯარიმების გადახდა უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან. მაშინ, იქნებ, შუქნიშნის დარღვევაზე ქართველ მძღოლებსაც გადაუხადონ სახელმწიფოს მიერ გამოწერილი ჯარიმები. მგონი, ეს მოსახლეობისთვის ბევრად უფრო მისაღები იქნება, ვიდრე რევოლუციური პროცესების დაფინანსება. ეს ხალხშიც კეთილგანწყობას გამოიწვევს, ამიტომ, დაფიქრდნენ და შეიძლება წითელზე გამოწერილი ჯარიმების დაფინანსებაც დაიწყონ“, – აღნიშნა სამხარაძემ.