fbpx

Knife Show Tbilisi -2023

21 ოქტომბერს სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გაიმართა KNIFE SHOW თბილისი 2023.

პროექტის მთავარი მიზანია დანის და ტრადიციული იარაღ საჭურველის დამზადების და მოხმარების კულტურის წარმოჩენა. ამ სფეროში მოღვაწე მწარმოებლების, მათი ნამუშევრების და მუშაობის მეთოდიკის საზოგადოებისათვის გაცნობა. ასევე, მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება და სფეროს პოპულარიზაცია, სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის გათვალისწინებით – კულინარია, ნადირობა, თევზაობა და ა.შ. .

 ღონისძიების ორგანიზატორია  ააიპ „დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაცია“ ( დამფუძნებლები : ჯაბა ბოკუჩავა, ბექა ჯიბლაძე, გიორგი ოთარაშვილი და გიორგი გოგოლაშვილი ).

როგორც ასოციაციაში ამბობენ, შოუს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია  ქართული პროდუქციის (ნაკეთობების) საერთაშორისო ასპარეზზე გატანა და მათი წარმოჩენა. ასევე კომუნიკაცია და თანამშროლობა მსოფლიოს მასშტაბით ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციებთან, სფეროს განვითარების და ხელშეწყობის მიზნით.

knifeshow თბილისი მომავალში  გახდება საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არამხოლოდ ქართველი არამედ უცხოელი ოსტატებიც, რაც ამასთანავე გულისხმობს, რომ ღონისძიებას დაესწრებიან სფეროს მოყვარული სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამ აქტივობას მიენიჭება ტურისტულად მნიშვნელოვანი ღონისძიების სტატუსი.

ღონისძიება საინტერესო გამოდგა სხვადასხვა საქმიანობით დაკავებული ადამიანებისათვის, მათ შორის  მოქმედი თუ ყოფილი სამხედროები, მონადირეები, მეთევზეები, კულინარები, მხატვრები და სხვადასხვა პროფესიის მქონე კოლექციონერები, ასევე შესაბამისი ინვენტარით მოვაჭრე მაღაზიებისა თუ ბრენდების წარმომადგენლები, ძალოვანი სტრუქტურები და ა.შ.

Knifeshow თბილისის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ახალგაზრდების დაინტერესებაა ამ სფეროში მუშაობით.

გამოფენაზე დანების გარდა წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ტრადიციული თუ არატრადიციული იარაღი და საჭურველი, ასევე დანის წარმოებისათვის სხვადასხვა ნედლეული, ინსტრუმენტები, აქსესუარები და ხელნაკეთი ნივთები.

მონაწილეების წახალისების მიზნით გამოფენაზე გამოვლინდა ქართველი ოსტატის მიერ დამზადებული 2023-ის დანა (ნაკეთობა). ასევე გამოვლინდნენ  გამარჯვებულები სხვადასხვა საკონკურსო კატეგორიებში. გაიმართა ხელნაკეთი დანებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.

„ ჩვენ შევქმენით ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის ღონისძიება და ორგანიზებული სივრცე, სადაც დანის და სხვა ცივი იარაღის ოსტატები შეძლებდნენ გამოეფინათ მათი ხელით შექმნილი  უნიკალური ნაკეთობები და მიეღოთ ობიექტური შეფასება/უკუკავშირი. ამ დღეს მათ ეძლევათ საშუალება გააცნონ თავიანთი თავი და მათი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას ასევე მიიღონ წინასწარი შეკვეთები. დამწყები მწარმოებლებისთვის ეს არის დღე სადაც ისინი გაიცნობენ ოსტატებს, ნახავენ მათ ნამუშევრებს, სურილისამებრ გაეცნობიან ახალ ტექნოლოგიებს თუ შესრულების პრინციპებს და მიიღებენ რჩევებს გამოცდილი მეიარაღეებისგამ, რაც მეტად გააღვივებს მათ ინტერესს და მისცემს მათ საშუალებას პროფესიული წინსვლისთვის , ორგანიზატორები კი ეცდებიან სხვადასვხა გზით ხელი შეუწყონ მათ განვითარებას და წინსვალს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ასპარეზზე – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები .

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება