fbpx

ნახვამდის, სულ კარგად ბრძანდებოდე, მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი – მიმართა კახა კალაძემ ნიკა მელიას

მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მერობის 16 კანდიდატს შორის მიმდინარე დებატები დატოვა.

„ნახვამდის, სულ კარგად ბრძანდებოდე, მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი“, – მიმართა კახა კალაძემ ნიკა მელიას.

ამასთან, ნიკა მელიამ დებატებისას აღნიშნა, რომ პირდაპირ ეთერს ტოვებს, რადგან კახა კალაძესთან ერთად ყოფნა არ უნდა.

„პატივს ვცემ ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას. ესეც ასე. კარგად ბრძანდებოდეთ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

საქართველოს პირველ არხზე დებატები იმართება დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1;​ გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება