fbpx

ნაძალადევის რაიონში, ახალმოწამეთა ქუჩასა და შესახვევებში გზის რეაბილიტაცია სრულდება

ნაძალადევის რაიონში, ახალმოწამეთა ქუჩასა და შესახვევებში გზის რეაბილიტაცია
სრულდება
ლოტკინის დასახლებაში, ახალმოწამეთა ქუჩასა და შესახვევებში გზის
რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის
ორფენიანი საფარი 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე
გაეცნო.
,,ახალმოწამეთა ქუჩასა და მიმდებარე შესახვევებში ძალიან რთული მდგომარეობა
იყო. აქ ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რაც
პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. დღეიდან მათ ეს
დისკომფორტი აღარ ექნებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, –
განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 370 000 ლარია. საგზაო სამუშაოები
ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია