fbpx

ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს, უნდა ამოიკვეთოს -ლაშა ნაცვლიშვილი

ტელეკომპანია POSTV მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, – ამის შესახებ ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ჟურნალისტი, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეა და აქვს უპირობო ვალდებულება, გააკეთოს მკაფიო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის.

„ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს, უნდა ამოიკვეთოს, ხოლო მისი მეტასტაზები – განეიტრალდეს, რათა დამშვიდდეს ქვეყანა და ნორმალური, დემოკრატიული განვითარების საშუალება მიეცეს. წილი ნაყარია! „POSTV“ ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება