fbpx

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე, რევაზ ჩომახიძე ყაზანის წყალბურთელთა გუნდის, „სინთეზის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

„კვირა.გე“-ს ინფომაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე, რევაზ ჩომახიძე ყაზანის წყალბურთელთა გუნდის, „სინთეზის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის იანვარში მოხდა. ჩომახიძემ გუნდის მწვრთნელის პოზიციაზე მარატ ზაქიროვი ჩაანაცვლა.

48 წლის რევაზ ჩომახიძე სსრკ/რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო წყალბურთელი და სპორტის დამსახურებული ოსტატია. რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, იგი სიდნეიში გამართულ 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალოსანი, ხოლო წლის ათენის თამაშებზე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

რევაზ ჩომახიძე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალ სახედ წარადგინა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია